Monday, October 28, 2013

26 ოქტომბერს საინტერესო საკითხები გავიარეთ, თუმცა თუკი გულახდილი ვიქნები
ცოტა გამიჭირდა  გაგება. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, სადაც
ყურადღება გავამახვილეთ სტანდარტებსა და მიზანზე. მე-3 კლასის ქართული ენის
სტანდარტები შევარჩიე იმის მიხედვით, რომელი შეესაბამებოდა  ჩემი პროექტის თემას.
შემდეგ ისინი გადავიტანე გეგმის შაბლონში. ამის მერე ყურადღება გავამახვილეთ
მიზანზე, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს შედეგს, უნდა იყოს სრულყოფილად
გაწერილი. გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები-ეს იყო ჩემთვის სიახლე.
გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების შეფასების რუბრიკას.
ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. ეს შედარებით გამიჭირდა, თუმცა კარგად რომ წავიკითხავ და მაგალითებს გავეცნობი
ალბათ უკეთ გავერკვევი, სამწუხაროდ სწავლის დრო ძალიან სწრაფად გადის(ტრენინ-
გზე). დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ყურადღიებსთვის და მოთმინებისთვის.

No comments:

Post a Comment