26 ოქტომბერს საინტერესო საკითხები გავიარეთ, თუმცა თუკი გულახდილი ვიქნები
ცოტა გამიჭირდა გაგება. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, სადაც
ყურადღება გავამახვილეთ სტანდარტებსა და მიზანზე. მე-3 კლასის ქართული ენის
სტანდარტები შევარჩიე იმის მიხედვით, რომელი შეესაბამებოდა ჩემი პროექტის თემას.
შემდეგ ისინი გადავიტანე გეგმის შაბლონში. ამის მერე ყურადღება გავამახვილეთ
მიზანზე, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს შედეგს, უნდა იყოს სრულყოფილად
გაწერილი. გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები-ეს იყო ჩემთვის სიახლე.
გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების შეფასების რუბრიკას.
ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. ეს შედარებით გამიჭირდა, თუმცა კარგად რომ წავიკითხავ და მაგალითებს გავეცნობი
ალბათ უკეთ გავერკვევი, სამწუხაროდ სწავლის დრო ძალიან სწრაფად გადის(ტრენინ-
გზე). დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ყურადღიებსთვის და მოთმინებისთვის.
Monday, October 28, 2013
Sunday, October 20, 2013
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი. გავეცანით პუბლიკაციას, შევარჩიე
პროექტის თემა, მოვამზადე საინფორმაციო ბუკლეტი. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.
ჩემი პროექტის თემაა: ,,მზრუნველობამოკლებული ბავშვები". მოფიქრებული მაქვს სავარაუდო აქტივობები, რომელიც დასახვეწია. სათანადოდ უნდა მოვარგო თითოეულ
ბავშვს უნარის მიხედვით. ჩემი მიზანია დავანახო მოსწავლეებს თანატოლების ცხოვრება განსხვავებულ გარემოში, გამოვიწვიო მათში თანაგრძნომა, მზრუნველობა.
მინდა რომ ბავშვებს მათთვის გასაგები ენით მივაწოდო ინსტრუქცია, ნათლად ავუხსნა
პროექტის ამოცანები.
სიამოვნებით მივიღებ რჩევას, გავიზიარებ თქვენს გამოცდილებას.

Subscribe to:
Posts (Atom)