დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. გუშინდელი დღე გავაცდინე სხვა ტრენინგის გამო,
თუმცა გული აქეთ მომიწევდა. მყავდა ძალიან მონდომებული და დამხმარე ტრენერი,
რომლის დამსახურებაცაა თუ რამე ვისწავლე ამ მოკე დროში. ყველანაირად შეგვიწყო
ხელი და დაგვეხმარა. მართალია სპონტანურად მოგვიწია სწავლა, მაგრამ ბევრი რამ
ვისწავლე. როცა ამას რეალობაში გადავიტან ვიცი, რომ უფრო დავხვეწავ.
იმედია ორგანიზატორები გაითვალისწინებენ იმას, რომ სხვა ჯგუფებს უფრო მეტი
დრო დაუთმონ.
Sunday, November 17, 2013
Sunday, November 10, 2013
Sunday, November 3, 2013
Saturday, November 2, 2013
1.მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროების შეფასება.
2.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
3.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონის შევსება.
აგრეთვე ეს ჩვენი შაბლონი ავტვირთეთ ბლოგზე.
მუშაობის დასაწყისში ყველაფერი ბუნდოვანია, მაგრამ შემდეგ თითქოს ყველაფერი ლაგდება.
კარგი იქნებოდა უფრო ნელი ტემპით რომ ვსწავლობდეთ, რთულია ამდენი ახალი ინფორმაციის
ეფექტურად გაგება და გააზრება.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს ტრენერს.
Monday, October 28, 2013
26 ოქტომბერს საინტერესო საკითხები გავიარეთ, თუმცა თუკი გულახდილი ვიქნები
ცოტა გამიჭირდა გაგება. განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, სადაც
ყურადღება გავამახვილეთ სტანდარტებსა და მიზანზე. მე-3 კლასის ქართული ენის
სტანდარტები შევარჩიე იმის მიხედვით, რომელი შეესაბამებოდა ჩემი პროექტის თემას.
შემდეგ ისინი გადავიტანე გეგმის შაბლონში. ამის მერე ყურადღება გავამახვილეთ
მიზანზე, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს შედეგს, უნდა იყოს სრულყოფილად
გაწერილი. გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები-ეს იყო ჩემთვის სიახლე.
გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების შეფასების რუბრიკას.
ბოლოს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. ეს შედარებით გამიჭირდა, თუმცა კარგად რომ წავიკითხავ და მაგალითებს გავეცნობი
ალბათ უკეთ გავერკვევი, სამწუხაროდ სწავლის დრო ძალიან სწრაფად გადის(ტრენინ-
გზე). დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ყურადღიებსთვის და მოთმინებისთვის.

Sunday, October 20, 2013
დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი. გავეცანით პუბლიკაციას, შევარჩიე
პროექტის თემა, მოვამზადე საინფორმაციო ბუკლეტი. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.
ჩემი პროექტის თემაა: ,,მზრუნველობამოკლებული ბავშვები". მოფიქრებული მაქვს სავარაუდო აქტივობები, რომელიც დასახვეწია. სათანადოდ უნდა მოვარგო თითოეულ
ბავშვს უნარის მიხედვით. ჩემი მიზანია დავანახო მოსწავლეებს თანატოლების ცხოვრება განსხვავებულ გარემოში, გამოვიწვიო მათში თანაგრძნომა, მზრუნველობა.
მინდა რომ ბავშვებს მათთვის გასაგები ენით მივაწოდო ინსტრუქცია, ნათლად ავუხსნა
პროექტის ამოცანები.
სიამოვნებით მივიღებ რჩევას, გავიზიარებ თქვენს გამოცდილებას.

Subscribe to:
Posts (Atom)