Sunday, November 17, 2013

დღეს ჩვენი ტრენინგის  ბოლო დღეა. გუშინდელი დღე გავაცდინე  სხვა ტრენინგის გამო,
თუმცა  გული აქეთ მომიწევდა. მყავდა ძალიან მონდომებული და დამხმარე ტრენერი,
რომლის დამსახურებაცაა თუ რამე ვისწავლე ამ მოკე დროში. ყველანაირად შეგვიწყო
ხელი და დაგვეხმარა. მართალია  სპონტანურად მოგვიწია სწავლა, მაგრამ ბევრი რამ
ვისწავლე. როცა ამას რეალობაში გადავიტან ვიცი, რომ უფრო დავხვეწავ.
იმედია ორგანიზატორები გაითვალისწინებენ იმას, რომ სხვა ჯგუფებს უფრო მეტი
დრო დაუთმონ.

პროექტი

,,მზრუნველობამოკლებული ბავშვები"

Sunday, November 10, 2013

დღეს ჩვენ გავეცანით შეფასების რუბრიკებს. მივიღეთ დიდი ინფორმაცია,რადგან გუშინ საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარით ტრენინგს. ჩვენმა ტრენერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორმე აგვენაზღაურებინა წინა დღის გასავლელი მასალა. ამისთვის მას დიდი მადლობა!

Sunday, November 3, 2013

დღეს ჩვენ დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია.შემდეგ წყვილებში ერთმანეთს გავუგზავნეთ და გავუზია- რეთ, დავუწერეთ კომენტარები. რესურსებში გავეცანით საავტორო უფლებებს. დრო სწრაფად გავიდა, ე.ი. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.

Saturday, November 2, 2013

1.მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროების შეფასება. 2.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. 3.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონის შევსება. აგრეთვე ეს ჩვენი შაბლონი ავტვირთეთ ბლოგზე. მუშაობის დასაწყისში ყველაფერი ბუნდოვანია, მაგრამ შემდეგ თითქოს ყველაფერი ლაგდება. კარგი იქნებოდა უფრო ნელი ტემპით რომ ვსწავლობდეთ, რთულია ამდენი ახალი ინფორმაციის ეფექტურად გაგება და გააზრება. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს ტრენერს.